უკრაინის შეიარაღებულმა საჰაერო ძალებმა განაცხადა, რომ ხუთშაბათს, 29 აგვისტოს, ღამით, რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 5 რაკეტა და 74 შაჰიდის ტიპის დრონი ისროლა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ორი რაკეტისა და 60 უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდება მოახერხეს.
უკრაინის საჰაერო ძალების თქმით, X-59/69 რაკეტები ბელგოროდისა და კურსკის მხრიდან გაუშვეს. ამავე ადგილებიდან უკრაინას თავს დაესხნენ.
ხარკივი, ჩერკასი, კიროვოგრადი, პოლტავა, კიევი, დნეპროპეტროვსკი, ხერსონი, სუმი და დონეცკი - ეს იმ ოლქების ჩამონათვალია, სადაც უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალები მოქმედებდნენ.