logo
ENG



ვაუქმებთ რუსულ კანონთან დაკავშირებით რეგისტრაციის გადაწყვეტილებას - "სირცხვილიას" შეცვლილი პოზიცია

31 აგვ 202420:31
3 წუთის საკითხავი
 

საზოგადოების მიერ შერცხვენილმა სირცხვილიამ პოზიცია შეცვალა. მოძრაობა, რომელმაც გუშინ თქვა, თითქოს გადარჩენის მოტივით დაემორჩილებოდა რუსულ კანონს, - დღეს ე.წ. აგენტების რეესტრში დარეგისტრირებაზე უარი თქვა. წერილობითი განცხადებიდან ისიც გავიგეთ, რომ სკანდალის გამო ორგანიზაციის დირექტორმა თანამდებობა დატოვა. ბევრი დეტალი კვლავ ბუნდოვანია. ერთ-ერთ მთავარ კითხვად რჩება, თუ რატომ იჩქარეს სირცხვილიას წევრებმა და რატომ არ დაელოდნენ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებას? მეორე დღეა ფორმულა მოძრაობის წარმომადგენლებთან დაკავშირებას უშედეგოდ ცდილობს.

 


close დახურვა