logo
ENG



საფრანგეთის პროკურატურის გამოძიება პაველ დუროვის წინააღმდეგ

31 აგვ 202420:33
3 წუთის საკითხავი
 

პაველ დუროვის წინააღმდეგ საფრანგეთის პროკურატურა გამოძიებას განაგრძობს. საბოლოო გადაწყვეტილებამდე სოციალური მედია-პლატფორმის, „ტელეგრამის“ დამფუძნებელს საფრანგეთის დატოვების უფლება არ აქვს. მას ედავებიან თანამონაწილეობას ინტერნეტში ბავშვთა პორნოგრაფიის გავრცელებაში, ნარკოტიკებით ვაჭრობასა და ფულის გათეთრებაში. საფრანგეთის პროკურატურა მიიჩნევს, რომ ტელეგრამმა თავის პლატფორმაზე უკანონო ქმედებების აღსაკვეთად არაფერი გააკეთა. ფაქტს გამოხმაურება მთელ მსოფლიოში მოჰყვა. რუსეთი საფრანგეთს მოუწოდებს, გამოძიება პოლიტიკურ დევნად არ აქციოს. 


close დახურვა