logo
ENG



დეკანოიძე ეძგვერაძის დაკავებაზე: პოლიციის ველური "ბიძინიზმი" აქტიურ ფაზაში შევიდა

04 სექ 202421:15
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/04/ye5mulle2d3lkxb.jpg

ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის წევრი ენმ-ის თბილისის საკრებულოს წევრი, ირაკლი ეძგვერაძის დააკავებას ეხმაურება. 

"საკრებულოს წევრების ხელების გრეხით გატაცებაა თურმე "არჩევნები". პოლიციის ველური "ბიძინიზმი"  შევიდა აქტიურ ფაზაში, თუმცა ყველას მიაგდებს არჩევნების შემდეგ... დაიმახსოვრეთ...", - წერს დეკანოიძე. 

***

პოლიციამ ნაციონალური მოძრაობის თბილისის საკრებულოს წევრი, ირაკლი ეძგვერაძე დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ პოლიცია ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებას ასრულებდა, რასაც ეძგვერაძე ხელს უშლიდა.

ამასთან, უწყებაში ამბობენ, რომ აღნიშნულ საგამოძიებო მოქმედებებთან ეძგვერაძეს არანაირი შეხება არ ჰქონია.

გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ გლდანში, ეძგვერაძის სახლთან დაპირისპირება იყო. 

ირაკლი ეძგვერაძე დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად.

მანამდე ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა დაწერა, რომ "გლდანში, ივანიშვილის მილიციამ ირაკლი ეძგვერაძე მძევლად აიყვანა".

 


close დახურვა