logo
ENG



უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლის კანდიდატად ნიკოლოზ მარსაგიშვილი წარადგინეს

05 სექ 202415:13
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/05/4xjvqgbla5w5zp9.jpg

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლის თანამდებობაზე პარლამენტს ნიკოლოზ მარსაგიშვილის კანდიდატურა წაურდგინა. 

პარლამენტის ცნობით, მარსაგიშვილის კანდიდატურის კანონმედბლობასთან შესაბამისობის დასადგენად, სამუშაო ჯგუფი შეიქმნა.

​აღნიშნულ ჯგუფს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი უხელმძღვანელებს.

„ჩვენ, სამუშაო ჯგუფში ჩართვა აბსოლუტურად ყველას შევთავაზეთ, როგორც პარტიების წარმომადგენლებს, ასევე უფრაქციო დეპუტატებს. ისევე როგორც სხვა დროს, ახლაც სამუშაო ჯგუფში წარმოდგენილი იქნებიან არასაპარლამენტო სუბიექტებიც და ამ შემთხვევაში ესენია - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი და იურიდიული დახმარების სამსახურის ხელმძღვანელი“ - თქვა ოხანაშვილმა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ჯგუფში ქართული ოცნების 13 წევრი იქნება, ხოლო ხალხის ძალასა და ევროპელ სოციალისტებს თითო-თითო წევრი ეყოლებათ. 

ოხანაშვილის მტკიცებით, სხვა პოლიტიკურ ჯგუფებს, ასევე ფრაქციებსა და უფრაქციო დეპუტატებს, სამუშაო ჯგუფში ჩართვასთან დაკავშირებით არ მიუმართავთ.

ნიკოლოზ მარსაგიშვილი 2019-2020 იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე იყო. 2020 წლის მარტიდან არის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი. 2020 წლის 30 ოქტომბერს მოსამართლეთა კონფერენციამ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად აირჩია, ხოლო 2024 წლის 24 მარტის მოსამართლეთა კონფერენციამ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად მეორე ვადით აირჩია.


close დახურვა