logo
ENG



ზელენსკი: ჩვენ არ გვჭირდება რუსეთის ტერიტორია

05 სექ 202417:07
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/05/k5bdd9k1rhr8xzv.jpg

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ რუსეთის ტერიტორია არ სჭირდებათ. როგორც მან NBC-სთან ინტერვიუში თქვა, სამხედრო ოპერაცია კურსკის ოლქში მხოლოდ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად წამოიწყეს.

როგორც მან აღნიშნა, ოპერაციის დაწყება მას შემდეგ გადაწყდა, რაც დაზვერვისგან მიიღეს ინფორმაცია, რომ რუსეთი ბუფერული ზონის შექმნას გეგმავდა. ზელენსკის თქმით, მათ სურდათ ბუფერული ზონა არა რუსეთის, არამედ უკრაინის მიერ შექმნილიყო.

რაც შეეხება პარტნიორების ინფორმირებას, უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ ეს უნდობლობის საკითხი არ ყოფილა. მისი თქმით, უკრაინის შიგნითაც ბევრმა უწყებამ არ იცოდა დაგეგმილი ოპერაციის შესახებ, რადგანაც ინფორმაციის გაჟონვის საფრთხე აირიდეს თავიდან. 

"რუსეთის ტერიტორია არ გვჭირდება. ეს ბევრჯერ მითქვამს. ჩვენი ოპერაცია მიმართულია იმისკენ, რომ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა აღვადგინოთ. არ გვჭირდება მათი ხალხი, მოქალაქეები და არასამოქალაქო პირები. ტყვედ აგყავს მათი სამხედროები მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენს სამხედროებზე გავცვალოთ.

ასეთივე დამოკიდებულებაა ტერიტორიის მიმართ. მათი მიწა არ გვჭირდება", - აღნიშნა ზელენსკიმ. 

მისივე თქმით, კურსკი გამარჯვების გეგმის ნაწილია და ამ დროისთვის მის შენარჩუნებას გეგმავენ.

ჟურნალისტის კითხვაზე გეგმავენ თუ არა კიდევ უფრო მეტი რუსული ტერიტორიის აღებას, პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ამაზე ვერ ისაუბრებს.

"დიდი პატივისცემით, არ შემიძლია ამაზე საუბარი. ვფიქრობ, წარმატება სიურპრიზთან ძალიან ახლოსაა", - აღნიშნა ზელენსკიმ. 


close დახურვა