logo
ENG



ზურაბიშვილი: გამარჯვება არის და გამარჯვება ასე იქნება ბოლომდე - ყველა გამარჯვებას ველოდები

07 სექ 202421:48
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/07/a4nula220tk4ome.jpg

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ჩეხეთთან გამარჯვებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ამ შედეგს ელოდა.

"არ მჭირდება კითხვები, გეტყვით ერთ რამეს. დასაწყისში რომ გითხარით - გამარჯვება იქნება, გამარჯვება არის და გამარჯვება ასე იქნება ბოლომდე. ყველა გამარჯვებას ველოდი და ველოდები", - თქვა ზურაბიშვილმა რესპუბლიკის მოედანზე, სადაც ის მოსახლეობასთან ერთად ნაკრების მატჩს უყურებდა. 

ჟურნალისტის კითხვას, გულისხმობს თუ არა "ყველა გამარჯვებაში" 26 ოქტომბერს არჩევნებში გამარჯვებას, პრეზიდენტმა ასე უპასუხა: "გაიგეთ როგორც გინდათ, ყველა გამარჯვებას ველოდები".

***

დღეს UEFA -ს ერთა ლიგის გათამაშების პირველი ტურის მატჩი ჩატარდა. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ჩეხეთი ანგარიშით 4:1 დაამარცხა.

 


close დახურვა