logo
ENG



ჟურნალისტი სალომე გოგოხია სავარაუდო თვალთვალზე საუბრობს

10 სექ 202409:24
3 წუთის საკითხავი
 

შაბათის ფორმულას ჟურნალისტი სალომე გოგოხია სოციალურ ქსელში წერს და აქვეყნებს ვიდეოს სადაც ჩანს ავტომობილი, რომელიც მის საცხოვრებელ სახლთან შენიშნა. გოგოხია ყვება, რომ ვერცხლისფერი ტოიოტა პრიუსის მარკის ავტომობილში ორი პირი დაინახა, ერთ-ერთი კი ტელეფონით იღებდა მის საცხოვრებელს.

გოგოხია ყვება რომ მათ ტერიტორია მაშინვე დატოვეს, როგორც კი თავადაც დაიწყო ტელეფონით გადაღება. ჟურნალისტი მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს სათანადოდ მოიკვლიოს შემთხვევა.

"ეს კადრები ჩემს სახლთან გადავიღე დღეს. ბავშვთან ერთად ეზოში ვიყავი, როცა ჩემს სახლთან უცხო პირები მოვიდნენ, ძაღლის ყეფაზე გავიხედე, ვერცხლისფერი პრიუსიდან სანახევროდ გადმოსული ერთი პირი ტელეფონით უღებდა ჩემს საცხოვრებელს, ჩემს გამოჩენაზე უხერხულობა არ უგრძნვია, არც ტელეფონი შეუნახავს, იგივე პოზაში დარჩა და გააგრძელა გადაღება. ამ დროს მანქანიდან მეორე გადმოვიდა, ვითომ ვიღაცას ეძებდა, თან მეკითხება არ იცი რა ჰქვიაო (თუ ეძებ სახელიც იცი, არა?! ) შემოღობილი ტეროტორიაა იქვე, ამ ღობეზე ერთხელ მიუბრაგუნა ხელი და ამით დაასრულა "ძებნა". ტელეფონი მედო მოშორებით, მოვიტანე და მეც დავუწყე გადაღება. ამის დანახვაზე მაშინვე ჩასხდნენ მანქანაში და დატოვეს ტერიტორია. სამი პირი დავინახე, ვინმე იჯდა თუ არა მანქანაში კიდევ, არ ვიცი. შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ კადრებში ჩანს მანქანის სერია, ნომერი, ეს პირებიც. მოიკვლიეთ, მაქვს საფრთხის განცდა, ჩემი, ჩემი არასრულწლლოვანი შვილების და ოჯახის დაცულობას ვითხოვ!" - წერს ჟურნალისტი. 


close დახურვა