logo
ENG



პრეზიდენტი: მზად ვარ, ავიღო პასუხისმგებლობა II ვადით, რათა ქვეყანა დაუბრუნდეს ევროპულ გზას

10 სექ 202417:02
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/10/byf9qsm5b7asg03.jpg

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მზადაა, მეორე ვადით პრეზიდენტობაზე პასუხისმგებლობა აიღოს. ზურაბიშვილმა ამაზე Le Figaro-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

ჟურნალისტმა მას ჰკითხა, როგორი იქნება პოლიტიკური მომავალი მანდატის ამოწურვის შემდეგ, რაზეც ზურაბიშვილმა უპასუხა:

"მზად ვარ ავიღო დიდი პასუხისმგებლობა, მათ შორის მეორე ვადით, რათა საქართველო დაუბრუნდეს ევროპულ გზას. თუ ჩემ მიერ შეთავაზებული ქარტია ამოქმედდება, მზად ვარ ვიყო მომლაპარაკებელი ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან"- თქვა ზურაბიშვილმა.


close დახურვა