logo
ENG



თალაკვაძე, ლაშხი, სანიკიძე - ვინ ვეღარ მოხვდა ოცნების საარჩევნო სიის პირველ ოცეულში

10 სექ 202422:02
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/10/v0qdbni2ndwiu08.jpg

ქართულმა ოცნებამ დღეს 2024 წლის საარჩევნო სიის პირველი ოცეული წარადგინა, რომლის სათავეშიც პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილია.

სიას რამდენიმე ახალი სახე შეემატა, მათ შორის სპორტსმენები - გენო პეტრიაშვილი და ლაშა ტალახაძე, ასევე ქართული ოცნებიდან ფორმალურად გამიჯნული ხალხის ძალის დეპუტატებიც - სოზარ სუბარი და მიხეილ ყაველაშვილი, თუმცა სიაში აღარაა საპარლამენტო გუნდის რამდენიმე წევრი.

სიაში აღარ არიან: არჩილ თალაკვაძე, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ქართული ოცნების სიის მე-2 ნომერი იყო, მარიამ ლაშხი, ვიქტორ სანიკიძე, დავით კაჭარავა, ბექა დავითულიანი, გიორგი კახიანი, მიხეილ სარჯველაძე, მაია ბითაძე, გიორგი ამილახვარი. 

ვინ არიან ოცნების საარჩევნო სიის პირველ ოცეულში - ვრცლად

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარდება. დეპუტატებს მხოლოდ პროპორციული სისტემით აირჩევენ. მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც არჩევნებში 5%-იან ბარიერს გადალახავენ.


close დახურვა