logo
ENG



"ამისთვის ფასს გადაიხდის" - ტრამპი სვიფტის მიერ ჰარისის მხარდაჭერას ეხმაურება

11 სექ 202420:50
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/11/d37q6zfpa4yv0yo.jpg

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის დონალდ ტრამპის თქმით, პოპვარსკვლავ ტეილორ სვიფტის მიერ კამალა ჰარისისთვის მხარდაჭერის გამოცხადებით გაკვირვებული არ არის.

Fox News-სთან სატელეფონო საუბარში ტრამპი აცხადებს, რომ სვიფტის მიერ დემოკრატების მხარდაჭერა "უბრალოდ დროის საკითხი იყო".

"მას [სვიფტს] არ შეეძლო, მხარი დაეჭირა ბაიდენისთვის. შეხედეთ ბაიდენს, მას მხარს ვერ დაუჭერდით. ტეილორი ძალიან ლიბერალი ადამიანია. როგორც ჩანს, ის ყოველთვის მხარს დაუჭერს დემოკრატებს. ალბათ, ამისთვის ის ფასს გადაიხდის [...] ბაზარზე", - ამბობს ტრამპი და ამატებს, რომ სვიფტის ფანი არ არის.

ტრამპისა და ჰარისის დებატების შემდეგ ტეილორ სვიფტმა Instagram-ზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც წერს, რომ ხმას კამალა ჰარისსა და ტომ უოლცს მისცემს. პოსტში მომღერალი ჰარისისა და უოლცის მიერ ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლას უსვამს ხაზს.


close დახურვა