რუსეთმა დიდი ბრიტანეთის საელჩოს 6 თანამშრომელს აკრედიტაცია შეუწყვიტა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ისინი რუსეთში ბრიტანეთის სამეფო საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორატით იმყოფებოდნენ.
"FSB-ს მიერ მოწოდებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით, ასევე ლონდონის მრავალი არამეგობრული ნაბიჯის საპასუხოდ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაინტერესებულ დეპარტამენტებთან თანამშრომლობით, მოსკოვში ბრიტანეთის საელჩოს პოლიტიკური განყოფილების 6 თანამშრომელს აკრედიტაცია გაუუქმა, რომლის ქმედებებშიც აღმოჩენილია სადაზვერვო და დივერსიული მუშაობის ნიშნები", - ამტკიცებენ რუსეთში.
იმ თანამშრომლების ვინაობა, რომლებსაც რუსეთმა აკრედიტაცია შეუჩერა, უცნობია.