logo
ENG



Reuters: რუსეთი შორ მანძილზე მოიერიშე დრონებს ჩინური ძრავებით ამზადებს

14 სექ 202400:35
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/14/f9wjq7q4p5ka1ls.gif

Reuters ევროპულ სადაზვერვო მასალებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთი შორ მანძილზე მოიერიშე უპილოტო საფრენ აპარატებს ჩინური ძრავებით ამზადებს.

გავრცელებული ინფორმაცით, აღნიშნულ უპილოტო თვითმფრინავებს სახელწოდებით, გარპია-ეი1 რუსეთი გასული წლიდან აწარმოებს და უკრაინის წინააღმდეგ ომში იყენებს.

სადაზვერვო მონაცემები აჩვენებს, რომ ჩინური ძრავებით და ნაწილებით რუსეთმა 2023 წლის ივლისიდან 2024 წლის ივლისამდე 2 500-ზე მეტი უპილოტო თვითმფრინავი აწარმოა.

როგორც ცნობილია, აღნიშნული უპილოტო აპარატების გამოყენებამ უკრაინაში სამოქალაქო პირების მსხვერპლი გამოიწვია და კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურა გაანადგურა.


close დახურვა