logo
ENG



მიანმარში წყალდიდობის შედეგად 33 ადამიანი გარდაიცვალა

14 სექ 202416:55
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/14/61twmcxwlp0keem.jpg

BBC-ის ცნობით, მიანმარში ტაიფუნ იაგის შედეგად გამოწვეულმა წყალდიდობამ 33 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ხოლო 230 000-ზე მეტმა ადამიანმა საცხოვრებელი ადგილი დატოვა.

გავრცელებული ინფორმაციით, ყველაზე მეტად დედაქალაქი ნაიპიდაუ დაზარალდა.

წელს, აზიის ყველაზე ძლიერმა შტორმმა, ტაიფუნ იაგიმ, ვიეტნამის, ჩინეთის კუნძული ჰაინანისა და ფილიპინების ტერიტორიამდეც მიაღწია.

მანამდე, ვიეტნამში ტაიფუნ იაგის შედეგად გამოწვეულმა წყალდიდობამ 197 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

მიანმარის სახელმწიფო გაზეთის ცნობით, დროებითი დახმარების ბანაკები უსახლკაროდ დარჩენილებისთვის უკვე გამოიყო.

 

close დახურვა