რუსმა ოკუპანტებმა ოდესის ოლქზე იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დაღუპულია ცოლ-ქმარი, ხოლო 65 წლის დაშავებული ქალი კლინიკაში საშუალო სიმძიმის ტრავმებით გადაიყვანეს.
წინასწარი მონაცემებით, რაკეტა, რომელიც რუსებმა გამოიყენეს, აღჭურვილი იყო კასეტური ქობინით, რაც საერთაშორისო კონვენციით აკრძალულია.
სარაკეტო თავდასხმის დროს დაზიანდა საცხოვრებელი სახლებიც.