logo
ENG



ჩინეთმა ამერიკელი პასტორი გაათავისუფლა, რომელსაც 2006 წელს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა

16 სექ 202411:15
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/16/lx5fkum1o75yv84.gif

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ჩინეთმა ამერიკელი პასტორი, დეივიდ ლინი გაათავისუფლა, რომელსაც 2006 წელს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. 

პასტორს, რომელიც ახლა 68 წლისაა, სამუდამო პატიმრობა მას შემდეგ მიესაჯა, რაც კონტრაქტის გაყალბებაში დამნაშავედ ცნეს.

აშშ-ში ფიქრობდნენ, რომ ის უკანონოდ იყო დაკავებული და მის გათავისუფლებას წლების განმავლობაში ითხოვდნენ.

"ჩვენ მივესალმებით დეივიდ ლინის გათავისუფლებას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ციხიდან. ის შეერთებულ შტატებში დაბრუნდა და ახლა ოჯახს თითქმის 20 წლის შემდეგ პირველად ხვდება" - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

ლინის გარდა, ჩინეთმა აშშ-ის კიდევ რამდენიმე მოქალაქე დააკავა, მათ შორის ბიზნესმენი, კაი ლი, რომელიც 2016 წელს ჯაშუშობაშია ბრალდებული.

პასტორი მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი, ჯეიკ სალივანი პეკინში ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ვანგ იის შეხვდა.


close დახურვა