logo
ENG



EU-ის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლები ე.წ. საზღვართან ე.წ. ძალოვანებმა დროებით დააკავეს

17 სექ 202418:32
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/17/otkqh5vzh48dooh.jpg

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა წერს, რომ დღეს ნაშუადღევს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლები, გეგმიური პატრულირების განხორციელებისას ოკუპირებული აფხაზეთის ადმინისტრაციულ ე.წ. სასაზღვრო ხაზთან, ხურჩის რაიონში ე.წ. ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებმა დროებით დააკავეს.

EU-ის წარმომადგენლობის თანახმად, ისინი უვნებლად და ჯანმრთელად გაათავისუფლეს.

"ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გამოხატავს ღრმა შეშფოთებას ნებისმიერ ისეთ ქმედებასთან დაკავშირებით, რომელიც ხელს უშლის მის დამკვირვებლებს მანდატით გათვალისწინებული მათი საქმიანობის განხორციელებაში.

ასეთი პატრულირებები აუცილებელია კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ რაიონებში სტაბილურობის, გამჭვირვალობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

მსგავსი ხასიათის ინციდენტები ძირს უთხრის ნდობის აღდგენისა და დაძაბულობის პრევენციისკენ მიმართულ მცდელობებს", - აცხადებენ ევროკავშირის წარმომადგენლობაში. 

EU-ის წარმომადგენლობის თანახმად, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მართული ცხელი ხაზი გააქტიურდა შესაბამის ჩართულ მხარეებს შორის, ინციდენტის შესახებ ინფორმაციის გაცვლის მიზნით.


close დახურვა