logo
ENG



I შვილზე 500 ლარი, II-ზე 1 000, III-ზე 1 500 - ერთიანობა - ძლიერი ოჯახისთვის პრეზენტაცია

17 სექ 202419:14
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/17/tw391x1sk3175t2.jpg

ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამ გამართა პრეზენტაცია, სახელწოდებით - "ერთიანობა - ძლიერი ოჯახისთვის", რომელზეც რამდენიმე საპროგრამო პრიორიტეტები დაასახელა.

ენმ-ის თავმჯდომარის თინა ბოკუჩავას თქმით, ყოველ ახალშობილზე ოჯახები ყოველთვიურად 1 წლის განმავლობაში სახელმწიფოსგან მიიღებენ - პირველ შვილზე 500 ლარს, მეორე შვილზე 1 000 ლარს და მესამე და ყოველ მომდევნო შვილზე 1 500 ლარის მხარდაჭერას.

ამასთან, მოძრაობაში ამბობენ, რომ ერთ-ერთი მთავარი საპროგრამო პრიორიტეტი ასევე იქნება უფასო სასკოლო კვების დანერგვა მთელი ქვეყნის მასშტაბით.

"გუშინ დაიწყო სასწავლო წელი და ვიმყოფებოდი წალენჯიხაში, სადაც ნაციონალურმა მოძრაობამ დანერგა უფასო სასკოლო კვება. უფასო სასკოლო კვების დანერგვა მთელი საქართველოს მასშტაბით, არის ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი მთავარი საპროგრამო პრიორიტეტი, რადგან დღეს მდგომარეობა უკიდურესად საგანგაშოა. ბავშვთა შიმშილი საქართველოში უნდა დასრულდეს.

ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა გადადგამს სერიოზულ ნაბიჯებს დემოგრაფიული კატასტროფის თავიდან ასაცილებლად. სამი შვილის დედამ, ძალიან კარგად ვიცი, რამხელა ფინანსური ტვირთია ბავშვის დაბადება ოჯახისთვის. უსახსრობის გამო ოჯახებს ბავშვის დაბადების აღარ უნდა ეშინოდეთ. არ უნდა ეშინოდეთ, ექნებათ თუ არა ელემენტარული საკვები ბავშვებს. არ უნდა ეშინოდეთ, უყიდიან თუ არა ერთ სათამაშოს მაინც ბავშვს.

ყოველ ახალშობილზე ოჯახები ყოველთვიურად 1 წლის განმავლობაში სახელმწიფოსგან მიიღებენ - პირველ შვილზე 500 ლარს, მეორე შვილზე 1000 ლარს და მესამე და ყოველ მომდევნო შვილზე 1500 ლარის მხარდაჭერას. 

ჩვენ ასევე დიდ რესურსებს ჩავდებთ საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურაში, რათა ყველა ბავშვი უზრუნველყოფილი იყოს ხარისხიანი სკოლამდელი განათლებით და სათანადო კვებით საბავშვო ბაღში. ევროკავშირში ბავშვების 95% დადის საბავშვო ბაღში. ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მდგარ საქართველოში ამ მაჩვენებელს მივაღწევთ", - თქვა თინა ბოკუჩავამ. 


close დახურვა