საქართველოს მთავრობამ საქართველოს საპატრიარქოს მიწის სამი ნაკვეთი გადასცა. აქედან ორი 1 ლარად, ხოლო ერთი უსასყიდლოდ 99 წლით.
13 სექტემბრის განკარგულებების თანახმად, საპატრიარქოს გადაეცა:
- სოფელ ყელქცეულში მდებარე 215389კმ/მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი - უსასყიდლოდ უზუფრუქტის უფლებით,99 წლის ვადით;
- თბილისში, ლეო და ნოდარ გაბუნიების ქ. N41ა-ში მდებარე 1004კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე მდგომი შენობა-ნაგებობები: N1, N2, N3 - 1 ლარად;
- მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ კევლიანში მდებარე 5670კვ/მ არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი - 1 ლარად;