logo
ENG



გახარია: მამუკას უნდა შეეთანხმებინა გუნდთან რაღაც, ჯერ ვერ მოახერხა, ვნახოთ, დაველოდებით

18 სექ 202417:27
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/18/hb0ye4kmk7pje0t.jpg

პარტია საქართველოსთვის ლიდერი, გიორგი გახარია აცხადებს, რომ კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერთან, მამუკა ხაზარაძესთან შეთანხმებას ჯერ ვერ მიაღწიეს.

"პრეზიდენტს დაველაპარაკები. სამწუხაროდ მოგეხსენებათ, რომ რაღაც უნდა შეეთანხმებინა მამუკას [გუნდთან] და ჩემდა სამწუხაროდ ჯერ არ გამოდის ეს შეთანხმება. [სიებში ადგილები] არა, რა თქმა უნდა... მამუკას უნდა შეეთანხმებინა თავის გუნდთან, როგორც ჩანს, ვერ მოახერხა ჯერჯერობით ამის შეთანხმება, ვნახოთ, დაველოდებით", - თქვა გახარიამ ხაზარაძესთან შეხვედრის შემდეგ.

თავის მხრივ მამუკა ხაზარაძემ თქვა, რომ გახარიასთან კონსულტაციები გრძელდება.


close დახურვა