მოდელი კესარია აბრამიძე მოკლეს. როგორც ცნობილია, დანაშაული თბილისში, მის საცხოვრებელ სახლში მოხდა.
ფორმულა დამატებით დეტალებს არკვევს.
ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.
კესარია აბრამიძე ღიად ტრანსგენდერი იყო. ის 37 წლის ასაკში მოკლეს.