ვარკეთილის არაშენდა მეტროსადგურს ვერც საარჩევნო წელმა უშველა. თბილისის მოსახლეობისთვის მიწისქვეშა ტრანსპორტით გადაადგილება უკვე 8 წელია, აუტანელი ყოველდღიურობაა. ქართულმა ოცნებამ 12-წლიანი მმართველობის პერიოდში, ფასადური რემონტიც კი ვერ ჩაატარა ისე, რომ ჭერი არ ჩამოქცეულიყო. ვარკეთილის მეტროსადგურის რეაბილიტაცია სამმა კომპანიამ სცადა. სამივე შემთხვევაში - შედეგი ერთმანეთზე უარესი აღმოჩნდა.