logo
ENG



მარგველაშვილის თქმით, ძლიერი საქართველოს საარჩევნო სიაში არ იქნება

25 სექ 202420:02
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/25/g888sxhq2cmri44.png

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, რომელიც კოალიცია ძლიერ საქართველოს შეუერთდა, აცხადებს, რომ საარჩევნო სიაში არ იქნება.

"დეპუტატობა არ მგონია, რომ ჩემი საქმიანობაა, მთავარია პოლიტიკაში იყო. დღეს ჩემი სამსახურია საარჩევნო ბრძოლაში"- თქვა მარგველაშვილმა.

კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ გიორგი მარგველაშვილი დღეს წარადგინა.

კოალიცია ძლიერ საქართველოში გაერთიანებული არიან ლელო საქართველოსთვის, ანა დოლიძის პარტია ხალხისთვის, ლევან ცუცქირიძის პოლიტიკური მოძრაობა თავისუფლების მოედანი და მოქალაქეები.


close დახურვა