logo
ENG



პროპაგანდისტულ ბანერებზე ოცნებამ ამომრჩევლის დასაშინებლად დაბომბილი უკრაინის ფოტოები გამოსახა

26 სექ 202413:09
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/26/rn9ny80ihlaeve0.png

ახალ პროპაგანდისტულ ბანერებზე ქართულმა ოცნებამ ამომრჩევლის დასაშინებლად დაბომბილი უკრაინის ფოტოები გამოსახა.

ბანერებზე ჩანს დაბომბილი ეკლესია, მარიუპოლის განადგურებული თეატრი, ასევე მიწასთან გასწორებული ქალაქი - წარწერით "არა ომს", შედარებისთვის კი საქართველოს სხვადასხვა ლოკაცია წარწერით - "აირჩია მშვიდობა". ბანერები თბილისის რამდენიმე ლოკაციაზე დაამონტაჟეს.

ოცნების ახალ პროპაგანდას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა და ფაქტს "სამარცხვინო" უწოდა.

"ასეთი სამარცხვინო, ასეთი ჩვენი კულტურის, ტრადიციების, ისტორიისა და რწმენის შეურაცხმყოფელი არაფერი მინახავს… რა დღეში უნდა იყოთ, რა საცოდავები, რომ კგბს სამჭედლოში დამზადებული პლაკატი თქვენს ხალხს უტიფრად და უნამუსოდ შესთავაზოთ! … „ღირსებით“ ჯოჯოხეთისკენ!", - წერს სალომე ზურაბიშვილი Facebook-ზე.


close დახურვა