logo
ENG



ზელენსკი გამარჯვების გეგმა - დროება

29 სექ 202419:46
3 წუთის საკითხავი
 

კობახიძისგან განსხვავებით, ზელენსკის ყველა შეხვდა და ყველამ ხელი ჩამოართვა - ბაიდენსაც და ტრამპსაც. გამარჯვების გეგმაც ჩაიტანა და ვაშინგტონიდან ახალი 8 მილიარდიანი დახმარებაც წაიღო.

ამ შეხვედრების პარალელურად კრემლის დიქტატორის ახალი ბირთვული დოქტრინის არც ვაშინგტონში და არც ბრიუსელში, არც კიევში არავის შეშინებია - შანტაჟისტი შანტაჟისტია. ეს უკვე ყველამ იცის. მოსკოვშიც იციან რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს წითელ ღილაკთან თამაშს.


close დახურვა