logo
ENG



ისრაელ კაცი: ისრაელი ლიბანში ცეცხლის შეწყვეტას პირობების შესრულების გარეშე არ დათანხმდება

30 სექ 202412:26
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/30/pomhyhx8pxl4pq2.jpg

ისრაელის მედიის ცნობით, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ისრაელ კაცმა 25-ზე მეტ კოლეგას განუცხადა, რომ ისრაელი ლიბანში ცეცხლის შეწყვეტას გარკვეული პირობების შესრულების გარეშე არ დათანხმდება.

გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყნებს შორის, რომლებმაც შეტყობინება მიიღეს, გაერთიანებული სამეფო, იტალია, გერმანია და კანადა არიან. ამასთან, ანალოგიური შეტყობინება პოტენციური ზავის მოლაპარაკებებში მონაწილე მინისტრებსაც მიიღეს.

ისრაელ კაცის ამბობს, რომ ცეცხლის შეწყვეტისთვის ერთადერთი მისაღები სიტუაცია ისრაელის საზღვრიდან ჰეზბოლას განდევნა იქნება.

"სანამ ლიბანთან დაკავშირებით გაეროს უშიშროების საბჭოს ყველა რეზოლუცია სრულად არ შესრულდება, ისრაელი თავისი მოქალაქეების უსაფრთხოებისა და ჩრდილოეთის მაცხოვრებლების საკუთარ სახლებში დაბრუნების უზრუნველსაყოფად თავდასხმებს გააგრძელებს", - ამბობს კაცი.

 

 

 


close დახურვა