logo
ENG



ისრაელის თავდაცვის ძალები: ჰეზბოლას წინააღმდეგ სამხრეთ ლიბანში სახმელეთო იერიშები დავიწყეთ

01 ოქტ 202408:30
3 წუთის საკითხავი
 

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) ცნობით, ზუსტი სადაზვერვო ინფორმაციის საფუძველზე, ჰეზბოლას წინააღმდეგ სამხრეთ ლიბანში შეზღუდული, ლოკალიზებული და მიზანმიმართული სახმელეთო იერიშები დაიწყეს.

მათი თქმით, ჰეზბოლას ტერორისტული სამიზნეები და ინფრასტრუქტურა განლაგებულია საზღვრის მახლობლად მდებარე სოფლებში, რაც ჩრდილოეთ ისრაელში მოსახლეობას საფრთხეს უქმნის.

IDF-ის თქმით, ეს ოპერაცია ღაზას სექტორსა და სხვა ადგილებზე მიმდინარე მოქმედებების პარალელურად გაგრძელდება.

რამდენიმე საათის წინ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა თქვა, რომ ისრაელმა შეერთებულ შტატებს აცნობა, რომ ლიბანში მცირემასშტაბიან სახმელეთო ოპერაციებს გეგმავს.

მილერის განცხადებით, ისრაელს აქვს უფლება, დაიცვას თავი ჰეზბოლასგან, რაც ნიშნავს ლიბანში ტერორისტული დაჯგუფების ინფრასტრუქტურის გაკონტროლებას.


close დახურვა