logo
ENG



ტაილანდში ავტობუსს ავარიის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა და ათობით ადამიანი დაიღუპა

01 ოქტ 202414:18
3 წუთის საკითხავი
 
2024/10/01/gc2trnds0q0ks3f.jpg

ტაილანდის დედაქალაქის, ბანგკოკის მახლობლად ავტობუსს ავარიის შედეგად ცეცხლი წაეკიდა და ათობით ადამიანი დაიღუპა.

ტაილანდის ტრანსპორტის მინისტრის ცნობით, 16-მა ბავშვმა და 3-მა მასწავლებელმა ავტობუსიდან თავის დაღწევა მოახერხა, 22 მოსწავლე და 3 მასწავლებელი კი დაიკარგა.

უწყების განცხადებით, ავარიას მრავალი დაღუპული და დაშავებულები ჰყავს, თუმცა ამ დროისთვის რაოდენობა უცნობია.

ავტობუსში, რომელშიც ბავშვები და მასწავლებლები იმყოფებოდნენ, სკოლის ექსკურსიიდან, ჩრდილოეთ პროვინციიდან, უტაი ტანიდან ბრუნდებოდნენ.


close დახურვა