logo
ENG



მალაშხია: კოალიციური მმართველობა მოიტანს ფუნდამენტურ ცვლილებებს, რომელიც შეგვიყვანს EU-ში

01 ოქტ 202422:16
3 წუთის საკითხავი
 
2024/10/01/qetiqxwbacy1p4k.jpg

კოალიცია ცვლილებისთვის სიის პირველმა ნომერმა ნანა მალაშხიამ რუსთავში, კოალიციის პირველ მასშტაბურ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლის დროს კოალიციური მმართველობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და თქვა, რომ სწორედ მრავალპარტიული მმართველობა შეიყვანს საქართველოს ევროკავშირში. 

ის მოუწოდებს მოსახლეობას, იაქტიურონ 26 ოქტომბრის არჩევნებზე და ხმა მისცენ ცვლილებებს. 

"ჩვენ საერთო მიზნები და ხედვები გვაერთიანებს, ვიცით, რომ რუსული ხელისუფლების გაშვება საკმარისი არ არის. ვიცით ჩვენი წარსული, ჩვენი ქვეყნის წარსული გამოცდილება, ვიცით, რომ კოალიციური მმართველობა, დაბალანსებული, მრავალპარტიული მმართველობა, ქართული ქარტიის ფარგლებში, მოიტანს ზუსტად იმ ხელშესახებ, სისტემურ და ფუნდამენტურ ცვლილებებს, რომელიც შეგვიყვანს ევროკავშირში.

ვიცით, რომ ეს ცვლილებები გააცოცხლებს ეკონომიკას, მოიტანს თავისუფალ და სამართლიან კონკურენციას, მოიტანს კონკურენციას და ჩვენ ახალგაზრდებს გაუხსნის შესაძლებლობას, წარმატებას მიაღწიონ თავიანთ ქვეყანაში, აქ. ეს ცვლილებები ჩვენ პენსიონერებს მოუტანს ღირსეულ ცხოვრებას, სიბერეს. ცვლილებები დაიცავს დემოკრატიას, განამტკიცებს დემოკრატიას და კანონის უზენაესობას.

ყველას გვინდა ეს ცვლილებები, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. უნდა დავიჯეროთ, რომ თითოეული ჩვენგანი არის ამ ცვლილების მომტანი და შემოქმედი და სწორედ ამიტომ, 26 ოქტომბერს აუცილებლად ყველანი მივდივართ საარჩევნო ყუთებთან და ხმას ვაძლევთ საქართველოს.

მინდა მივმართო ჩვენს ახალგაზრდებს - თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის განვითარების, წინსვლის ძალა. არავის დაუთმოთ თქვენი აწმყო და მომავალი და როცა ყველა წავალთ არჩევნებზე, საქართველო გაიმარჯვებს", - თქვა ნანა მალაშხიამ. 


close დახურვა