თელ-ავივში პირველ ოქტომბერს მომხდარი ტერაქტის დროს დაჭრილი საქართველოს მოქალაქე კლინიკაში გარდაიცვალა. ინფორმაცია ფორმულას საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
ისრაელის ქალაქ თელ-ავივში პირველ ოქტომბერს ორმა ტერორისტმა მშვიდობიან მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნა. თავდასხმის შედეგად, ბოლო ცნობებით, 6 ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე, 12 კი დაიჭრა.
Times of Israel-მა პოლიციაზე დაყრდნობით დაწერა, რომ ორივე თავდამსხმელი ლიკვიდირებულია.
მედიაში გავრცელდა თავდამსხმელთა კადრები, რომლებიც ქუჩის სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა. კადრებში ჩანს, რომ ერთ-ერთი თავდამსხმელი ავტომატით იყო შეიარაღებული.