logo
ENG



ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეგისტრირებული ემიგრანტები ხმის მიცემას ფაქტობრივ მისამართზე შეძლებენ

05 ოქტ 202415:33
3 წუთის საკითხავი
 
2024/10/05/ws8k83umi484oyx.jpg

ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეგისტრირებულ ამომრჩევლებს, რომლებიც იმყოფებიან საზღვარგარეთ, არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ფაქტობრივ მისამართზე ექნებათ. გადაწყვეტილება ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე მიიღეს.

დადგენილების პროექტი, რომელიც ოპოზიციონერმა წევრებმა წარადგინეს, მხარი ერთხმად დაუჭირეს.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეგისტრირებულ საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებიან, თუმცა დევნილთა მონაცემთა ბაზაში არ აქვთ მითითებული საქართველოში ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი, არ ეძლეოდათ ერთიან საარჩევნო სიაში მათი მონაცემების ასახვის და შესაბამისად, არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა.

ამავე დროს, აფხაზეთიდან დევნილ საქართველოს მოქალაქეებს რეგისტრაციის ადგილის შეცვლას სხდოვდნენ, რაც გულისხმობს იმას, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მათი ფაქტობრივი მისამართი რეგისტრაციის ადგილად აღარ ჩაითვლება.

დღეს მიღებული გადაწყვეტილებით დევნილებს 7 ოქტომბრამდე რეგისტრაციის შემთხვევაში, შესაძლებლობა ექნებათ მოხვდნენ ერთიან საარჩევნო სიაში და 26 ოქტომბერს მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში.

ამ გადაწყვეტილებასათან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა სახალხო დამცველმაც. 

"ჩემთვის, როგორც  სახალხო დამცველისთვის, პრინციპულად მნიშვნელოვანია არ დარჩეს არც ერთი საქართველოს მოქალაქე არჩევნებში მონაწილეობის უფლების გარეშე, იქნება ეს ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ. განსაკუთრებით მისასალმებელია, რომ ახალმა დადგენილებამ ეს შესაძლებლობა ჩვენს დევნილ მოქალაქეებსაც მისცა"- აცხადებს იოსელიანი. 

საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები არჩევნებზე ხმის მისაცემად იბრძვიან. ემიგრანტები წინასაარჩევნო ბევრ სხვადასხვა პრობლემასა და ბარიერზე ჰყვებიან. ამ თემაზე უკვე რამდენიმე თვეა საუბრობენ არასამთავრობო სექტორისა და ოპოზიციის წარმომადგენლებიც და კანონში არსებულ პრობლემაზე მიუთითებენ.


close დახურვა