თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ხუდადოვის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში გაჩენილი ხანძრის დროს, ძლიერი დაკვამლიანების შედეგად 2 ადამიანი დაშავდა.
ფორმულას საგანგებო სიტუაციების სამსახურში უთხრეს, რომ ისინი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
უწყების თანახმად, ხანძარი ლიკვიდირებულია.