ამერიკის მიერ სანქცირებული ხარება ქონებას სხვებზე აფორმებს. ხარაზიშვილმა ფაქტობრივად სიმბოლურ ფასად გაასხვისა კომპანიის 50 პროცენტიანი წილი. მყიდველი - მისივე ახლობელია. ლაპარაკია შპს სარანგის წილებზე. ეს კერძო დაცვის კომპანიაა, რომელიც ოპოზიციის დევნაში, მათ შორის რუსული კანონის წინააღმდეგ აქციის დარბევაში მონაწილეობდა. ხარებასთან ერთად კომპანიას ფლობს ივანიშვილის დაცვის წევრი. სხვებზე ქონების გადაფორმება, როგორც წესი სანქცირებული პირების პირველი რეაქციაა, ფულის გადასარჩენად, მაგრამ სპეციალისტების თქმით, ეს ხერხი საბოლოოდ არ ამართლებს.
სანქცირებული ხარებას ბრძოლა ქონების გადასარჩენად
09 ოქტ 202419:54
3 წუთის საკითხავი