logo
ENG



საკონსტიტუციო სასამართლოს უარი რუსული კანონის შეჩერებაზე

09 ოქტ 202420:24
3 წუთის საკითხავი
 

საკონსტიტუციო სასამართლოს უარის შემდეგ რუსული კანონის დროებით შეჩერებას სამოქალაქო სექტორის წარმომდაგენლები სტრასბურგში მოითხოვენ. კოსნტიტუციის ღალატი, რუსეთის სასამართლოს გზა, პოლიტიკური დაკვეთა - ასეთი შეფასბეები მოჰყვა გადაწყვტილებას, რომლის მიხედვითაც, რუსული კანონის შესახებ სასამართლომ სარჩელები წარმოებაში მიიღო, მაგრამ უარი თქვა კანონის დროებით შეჩერებაზე.

მოსარჩელეები ამბობენ, რომ საკონსტიტუციოს შეეძლო, გამოუსწორებელი ზიანი აერიდებინა ქვეყნის დემოკრატიისთვის, მედიისა და სამოქალაქო სექტორისთვის, მაგრამ სხვა გზა აირჩია. რუსული კანონის შეჩერებას მხოლოდ ორი მოსამართლე - გიორგი კვერენჩხილაძე და თეიმურაზ ტუღუში უჭერდნენ მხარს. არსებითი განხილვა სავარაუდოდ არჩევნების შემდეგ დაიწყება.


close დახურვა