აბაშაში, ბანკის გაძარცვის მცდელობის საქმეზე დაკავებულია ერთი პირი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობის მცდელობას გულისხმობს.
როგორც ცნობილია, წუხელ გვიან ღამით აბაშის ცენტრში მდებარე "კრისტალ ბანკში" ერთმა ადამიანმა შეღწევა სცადა. მან დააზიანა ბანკის ცენტრალური შესასვლელი კარი, თუმცა მალევე ჩაირთო განგაშის სიგნალი და ეჭვმიტანილი ადგილიდან მიიმალა.