logo
ENG



გერმანიის ევროპულ საქმეთა მინისტრი: ამჟამინდელი მთავრობა დაბრკოლებას უქმნის EU-სკენ გზას

14 ოქტ 202414:01
3 წუთის საკითხავი
 

გერმანიის ევროპულ საქმეთა მინისტრი ანა ლიურმანი ამბობს, რომ ლუქსემბურგში ევროკავშირის მინისტერიალზე საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებასაც განიხილავენ.

მინისტერიალის დაწყებამდე მან ჟურნალისტებთან თქვა, რომ საქართველოს ამჟამინდელი ნმთავრობა დაბრკოლებას უქმნის ევროკავშირისკენ გზას. 

"სრულიად ნათელია, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, თუმცა ეს არ ეხება საქართველოს ამჟამინდელ მთავრობას, რომელიც დაბრკოლებებს უქმნის ევროკავშირისკენ ამ გზას. მნიშვნელოვანია, ქართველ ხალხს ჰქონდეს უფლება, თავისუფლად გადაწყვიტოს საკუთარი გზა, ამიტომ არჩევნების თავისუფლად და სამართლიანად ჩატარება მართლაც მნიშვნელოვანი საკითხია", - თქვა მან. 


close დახურვა