მედიაომბუდსმენის განცხადებით, ტელეკომპანია ფორმულას უსაფუძვლოდ დასჯა მედიის რეგულირების პროცესში ხელისუფლების ინტერესის გატარების კიდევ ერთი მაგალითია.
მედიაომბუდსმენი ეხმაურება საქალაქო სასამართლოს 13 ოქტომბრის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც ფორმულა 5 000 ლარით დაჯარიმდა. სასამართლომ ასევე დააკმაყოფილა კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის შუამდგომლობა, რომელიც სარეკლამო ბადიდან გიორგი გახარიას პარტიის უფასო პოლიტიკური რეკლამის ამოღებას გულისხმობს.
"კომუნიკაციების კომისიისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ კრიტიკული მედიის უსაფუძვლოდ დასჯა მედიის რეგულირების პროცესში ხელისუფლების ინტერესის გატარების კიდევ ერთი მაგალითია
დავა პარტიისთვის კვალიფიციური სუბიექტის სტატუსის მინიჭებას შეეხება რის შედეგადაც, ფორმულამ პარტიას უფასო სარეკლამო დრო დაუთმო.
ფორმულას განცხადებით, გადაწყვეტილება Edison Research-ის კვლევებს ეფუძნება. ფორმულას იურისტები როგორც სასამართლოში, ისე კომისიაში ასაბუთებდნენ, რომ კვალიფიციური სუბიექტის სტატუსის მინიჭებისას ხელმძღვანელობდნენ საარჩევნო კოდექსით დადგენილი წესით მარეგულირებელი კომისია Edison Research-ის კვლევის აუდიტს მოითხოვს, რასაც კანონი არ ითვალისწინებს.
მაუწყებელი კვლევით ორგანიზაციასთან 2019 წლიდან თანამშრომლობს და ამ დრომდე არცერთი კვლევის შედეგი სადავო არ ყოფილა.
2024 წელს მაუწყებელმა კვლევით ორგანიზაციასთან თანამშრომლობით ხუთი კვლევა გაავრცელა:
- 2024 წლის აპრილის კვლევა (გამოქვეყნების თარიღი: 14.05.2024)
- 2024 წლის ივლისის კვლევა (გამოქვეყნების თარიღი: 28.07.2024)
- 2024 წლის აგვისტოს კვლევა (გამოქვეყნების თარიღი: 13.09.2024)
- 2024 წლის სექტემბრის კვლევა (გამოქვეყნების თარიღი: 19.09.2024)
- 2024 წლის სექტემბრის კვლევა (გამოქვეყნების თარიღი: 27.09.2024)
მედიაომბუდსმენი კომუნიკაციების კომისიის საქმიანობას აკვირდება"- ნათქვამია განცხადებაში.