logo
ENG



დაანონსებული ფარული ჩანაწერების ქრონიკა

16 ოქტ 202420:11
3 წუთის საკითხავი
 

გამოხატავს თუ არა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება ოლიგარქის შიშს - რისთვის იჭერს ივანიშვილი თადარიგს? მისმა დაქვემდებარებულმა სუს-მა მოსახლეობას უთხრა, რომ არჩევნების წინ ფარული ჩანაწერების გავრცელება იგეგმება. ლილუაშვილის სამსახური ირწმუნება, რომ ამის გაკეთებას პოლიტიკურ წრეებთან დაკავშირებული ჯგუფები აპირებენ. სუს ამბობს, რომ ჩანაწერები მზადდება ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით და ამტკიცებს, რომ ვიდეო და აუდიო ჩანაწერებში ხელისუფლების წარმომადგენელთა ხმებსა და გამოსახულებას გამოიყენებენ, მიზანი კი, მათ შორის ხელისუფლებასა და ეკლესიას შორის შუღლის ჩამოგდებაა.


close დახურვა