ხელისუფლების დამარცხების მთავარი ბერკეტი მაღალი აქტივობაა. რაც მეტი მოქალაქე მივა არჩევნებზე, ქართული ოცნების მონაცემი დაბალი იქნება. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ამომრჩეველთა ერთიანი საბოლოო სია გამოაქვეყნა. ცესკოს ინფორმაციით, რეგისტრირებულია სამ მილიონ-ნახევარი მოქალაქე. ამ სიაში იგულისხმებიან, როგორც საქართველოში მცხოვრებნი, ასევე ემიგრანტები. ერთიან სიას ხარვეზები აქვს.