logo
ENG



რუსეთმა და უკრაინამ დაღუპული მებრძოლების ცხედრები გაცვალეს

18 ოქტ 202421:39
3 წუთის საკითხავი
 
2024/10/18/wmdlr3bhqdmbv0q.jpg

რუსეთმა და უკრაინამ დაღუპული მებრძოლების ცხედრები კიდევ ერთხელ გაცვალეს - 501 სამხედროს ცხედარი უკრაინაში დაბრუნდა, 89 კი - რუსეთში.

სამხედრო ტყვეთა მიმართ მოპყრობის უკრაინულმა საკოორდინაციო შტაბმა განაცხადა, რომ სამშობლოში ავდეევკის, მარიინკის, ბახმუტის მახლობლად ბრძოლებში, ზაპოროჟიესა და ლუგანსკის მიმართულებებზე დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ცხედრები დააბრუნეს.

როგორც ცნობილია, ცხედრები იდენტიფიცირებისთვის უკრაინის მორგებში გადაასვენეს, რის შემდეგაც მათ დასაკრძალად ახლობლებს გადასცემენ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გაცვლის შესახებ კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

 

 


close დახურვა