logo
ENG



მეზვრიშვილი: ოცნების დეპუტატები და ზონდერები საჯარო მოხელეებზე ზეწოლას ახდენენ

19 ოქტ 202414:33
3 წუთის საკითხავი
 
2024/10/19/8dltyo07aefhtiz.png

გახარია საქართველოსთვის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, რომ მმართველი პარტიის დეპუტატები და ზონდერები საჯარო მოხელეებზე ზეწოლას ახდენენ, რათა მათ და მათმა ოჯახის წევრებმა ხმა ოცნების სასარგებლოდ მისცენ. 

მისი თქმით, ოცნების წარმომადგენლები ადამიანებს ატყუებენ, თითქოს, ხმის მიცემა ფარული არ არის და მათ შეუძლიათ გაიგონ, თუ ვის მისცემენ ხმას.

"მოხელეებს ფიქსირებულ დროის მონაკვეთს ეუბნებიან, როცა ისინი უბანზე უნდა გამოცხადდნენ. სქემა მცხეთა-მთიანეთის, აჭარის და კახეთს მაგალითზე გავაკეთეთ, ამ სქემების წარმოდგენას ვაგრძელებთ და არჩევნებამდე გაჩვენებთ. აქ არიან ოცნების ე.წ. დელეგატები, სინამდვილეში კორუმპირებული ფეოდალები", - განაცხადა მეზვრიშვილმა.

მეტი თვალსაჩინოებისთვის, მეზვრიშვილმა პრესკონფერენციაზე რეგიონული კლანების სქემა წარადგინა და კონკრეტული სახელები ჩამოთვალა.

"მაგალითად, დიმიტრი ხუნდაძე - მთელი სქემაა, ეს ადამიანები, რომელთაც სხვადასხვა თანამდებობები უკავიათ, უშუალოდ ახორციელებენ საჯარო მოხელეებზე ზეწოლას, შტაბებში იბარებენ, მათ მხარდამჭერთა სიებს აგროვებინებენ. ხუნდაძის გარდა, რამდენიმე ზონდერია, მაგალითად, გია ჯიქია, რომელიც ქსანი-ციხისძირის მაჟორიტარია. გახსოვთ ალბათ, ლია ყოჩიშვილზე მკვლელობის მცდელობა რომ განხორციელდა, მანქანას აჯახებდნენ, იქ იმყოფებოდა გია ჯიქია", - აღნიშნა მეზვრიშვილმა.

გთავაზობთ ნათია მეზვრიშვილის მიერ წარდგენილი სქემის ილუსტრაციას:

 

 

 


close დახურვა