ყურძნის დაბალი ფასი და მოსავლისგან მიღებული თანხა, რომელიც ბანკის სესხებს ვერ ფარავს - ამ თემებზე „ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე გურჯაანის რაიონის სოფელ ჩალაუბნის მცხოვრებლებს შეხვდა და რთველის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია უშუალოდ გლეხებისაგან მოისმინა.
ჩალაუბნელები ბაქრაძესთან საუბარში ამბობენ, რომ ყურძნის ფასი 70-დან 75 თეთრამდეა, ეს თანხა კი ბანკებიდან გამოტანილი სესხების დასაფარად საკმარისი არ არის. ადგილობრივების განცხადებით, ვენახის შეწამვლასა და მიწის დამუშავებაში დიდი თანხა იხარჯება. ისინი ასევე აცხადებენ, რომ ყურძნის გაყიდვის ფასი ყოველდღიურად იკლებს, რის გამოც გლეხები ზარალდებიან.
„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა რთველშიც მიიღო მონაწილეობა.
