logo
ENG



„ოცნება“ ბავშვებზე სექსუალურად მოძალადეების ციხიდან გამოშვებით დამნაშავეებს ახალისებს - აქცია პრეზიდენტის სასახლესთან

06 ოქტ 201912:54
3 წუთის საკითხავი
 
sdtrsv1o0zyz43d.jpeg

„ლეიბორისტული პარტიის“ ახალგაზრდული მოძრაობის წარმომადგენლებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის წინ აქცია-პერფორმანსი გამართეს. აქციის მონაწილეებმა არასრულწლოვანთა ძალადობის წინააღმდეგ ძალადობის სტატისტიკა წარმოადგინეს. სტატისტიკის თანახმად, სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკა ასეთია: 

2018 წელს 405 ადამიანი, აქედან - 287 არასრულწლოვანი.

2017 წელს 339, აქედან - 224  არასრულწლოვანი.

2016 წელს 336, აქედან - 262 არასრულწლოვანი.

აქციის მონაწილეებმა ასევე გააპროტესტეს პრეზიდენტის გადაწყვეტილება არასრულწლოვანზე მოძალადის შეწყალების შესახებ. აქციის მონაწილეების თქმით, „ქართული ოცნება“ ბავშვებზე სექსუალურად მოძალადე ადამიანების ციხიდან გამოშვებით დამნაშავეებს ახალისებს.

 


close დახურვა