logo
ENG



აზერბაიჯანის კულტურის სამინისტროს ინიციატივით, დავით-გარეჯისკენ მსვლელობა მოეწყო

06 ოქტ 201914:00
3 წუთის საკითხავი
 
2cfd531f9nbbblk.jpg

აზერბაიჯანის კულტურის სამინისტროს ინიციატივით, დავით-გარეჯის კომპლექსისკენ მსვლელობა მოეწყო. ფოტოებს კომპლექსიდან პორტალი „აზერბაიჯან ნიუსი“ ავრცელებს.

მსვლელობა ევროპული მემკვიდრეობის დღეებისთვის მოწყობილი ღონისძიების ფარგლებში გაიმართა.

ქეჩიკ ჩიღდადის კომპლექსი - ასე უწოდებს აზერბაიჯანული მედია დავით-გარეჯს და წერს, რომ მსვლელობის მონაწილეებს ორი ალბანული კულტურის ძეგლი დაათვალიერებინეს და ადგილზე არსებული მდგომარეობა გააცნეს.

ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომელიც მომხდარის დეტალების გარკვევას ამ დრომდე ცდილობს.

"შუალედურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიმდინარეობს გავრცელებული ინფორმაციის შესახებ დეტალების გარკვევა, რადგან ხშირ შემთხვევაში ინფორმაცია ვრცელდება არასწორი და არაზუსტი ინტერპრეტაციებით.
თავად ინფორმაციის გავრცელების წყაროებიც საეჭვოა და შესაბამისი სტრუქტურები არკვევენ მეტ დეტალს, რადგან გვქონდეს სრულყოფილი ინფორმაცია. ერთი, რაც შეგვიძლია დავამატოთ, ისაა, რომ უშუალოდ დავით გარეჯის მიმდებარე სასაზღვრო ზოლში არანაირი აქტივობა არ ყოფილა," - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

 


close დახურვა