logo
ENG



ENEMO: ჩატარებული არჩევნები არ ითვალისწინებდა თანასწორობასა და გამჭვირვალობას

27 ოქტ 202413:55
3 წუთის საკითხავი
 
2024/10/27/whmscwkgkvnyfc7.jpg

ENEMO-ს სადამკვირვებლო მისიის წინასწარი დასკვნის შედეგად, არჩევნები პოლარიზებულ გარემოში ჩატარდა. ENEMO-ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის, ზლატკო ვუიოვიჩის განცხადებით, ჩატარებული არჩევნები არ ითვალისწინებდა თანასწორობასა და გამჭვირვალობას.

"გამოვლინდა ოპოზიციის მიმართ ძალადობა, ასევე, ადმინისტრაციული რესურსის არაჯეროვნად გამოყენება. სამოქალაქო საზოგადოება და მედია ზეწოლის მსხვერპლი იყო. ჯამურმა დარღვევებმა საარჩევნო პროცესის დემოკრატიულ ხასიათზე საგრძნობლად იქონია გავლენა. 

ასევე, ანგარიში შეეხება წინასარჩევნო პროცესებსაც. ხაზგასმით ვიტყვით, რომ იყო დაძაბული გარემო, ვრცელდებოდა დეზინფორმაციაც. ინკლუზიურობასა და თანასწორობას ეს პროცესი აფერხებდა", - განაცხადა ვუიოვიჩმა.

 

close დახურვა