logo
ENG



პრეზიდენტი: არ ვაღიარებ ამ არჩევნებს

27 ოქტ 202421:02
3 წუთის საკითხავი
 

პრეზიდენტი სალომე ზურაბშვილი საპარლამენტო არჩევნებზე ცესკოს ოფიციალურ მონაცემებს არ აღიარებს. ამის შესახებ მან ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე თქვა,

"მინდა ვთქვა, როგორც ამ სახელმწიფოში დარჩენილმა ერთადერთმა დამოუკიდებელმა ინსტიტუტმა - არ ვაღიარებ ამ არჩევნებს. ამ არჩევნების აღიარება არ შეიძლება. ეს არის იგივე, რაც აღიარება რუსეთის აქ შემოსვლისა, რუსეთის მიმართ საქართველოს დაქვემდებარების. მე ამისთვის არ ჩამოვსულვარ ამ ქვეყანაში, ამისთვის არ უცხოვრიათ ჩვენს წინაპრებს და ამას ჩვენ არ შევეგუებით"- თქვა ზურაბიშვილმა.

 


close დახურვა