ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი უნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის საქართველოში ვიზიტს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ის ევროკავშირს არ წარმოადგენს.
"უნგრეთის პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანი დღეს საქართველოში ჩასვლას აპირებს... დიდი ალბათობით იმისთვის, რომ საკუთარი მხარდაჭერა დაუდასტუროს საქართველოს ხელისუფლებას. რაც არ უნდა თქვას ბატონმა ორბანმა თავისი ვიზიტის დროს, ის არ წარმოადგენს ევროკავშირს", - თქვა ბორელმა ესპანურ რადიოსთან საუბარში.
მსგავსი განცხადება მანამდე საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა გააკეთა. მისი თქმით, ევროკავშირის პოზიციას მხოლოდ შარლ მიშელი და ჯოზეფ ბორელი ასახავენ.
***
საქართველოში 28-29 ოქტომბერს ოფიციალური ვიზიტით უნგრეთის პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანი ჩამოდის.