logo
ENG



ფინეთმა რუსეთის კუთვნილი 40 ობიექტი დააკავა - ჯამური ღირებულება 35 მილიონი ევრო

30 ოქტ 202408:39
3 წუთის საკითხავი
 
2024/10/30/ne629vul8g1jo31.jpg

ფინეთში სასამართლოს მანდატურებმა რუსეთის კუთვნილი 40 ობიექტი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Yle ავრცელებს.

ფინეთში რუსული უძრავი ქონების დაკავების შესახებ გადაწყვეტილება ჰელსინკის სასამართლომ აგვისტოში მიიღო, ჰააგაში უკრაინული კომპანია Naftogaz-ის საარბიტრაჟო სარჩელის საფუძველზე. სასამართლომ მოსკოვს კომპანიისთვის კომპენსაციის გადახდა დააკისრა, ყირიმის ანექსიით გამოწვეული ზარალის გამო, რის შემდეგაც Naftogaz-მა ნახევარკუნძულზე აქტივების ნაწილი დაკარგა.

დაკავებული რუსული ქონების სიაში შედის უძრავი ქონება ჰელსინკიში, ტურკუში, კირკკონუმში, სიუნტიოსა და სალტვიკაში. ჩამორთმეული ქონების ჯამური ღირებულება 35 მილიონ ევროს აჭარბებს.

რუსეთის საელჩომ ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში პროტესტის ნოტა გაგზავნა. დიპლომატიურ წარმომადგენლობას გადაწყვეტილების გადახედვის იმედი აქვს.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ფინეთის ხელისუფლებამ Naftogaz-ის სარჩელის საფუძველზე დააკავა სანაპიროს მონაკვეთი, რომელიც რუსეთის სახელმწიფოს ეკუთვნის და დიპლომატების დასასვენებლად გამოიყენებოდა, ასევე რუსეთის მეცნიერებისა და კულტურის ცენტრის შენობა და მიწის ნაკვეთი.


close დახურვა