logo
ENG



ჯაფარიძე: ყველა ადამიანი ვიცით, უბნის დონეზე, რომლებიც ჩართულნი იყვნენ გაყალბების სქემაში

31 ოქტ 202421:32
3 წუთის საკითხავი
 
2024/10/31/358dogcnse0mwtg.jpg

ახლა შემდეგი მნიშვნელოვანი წერტილი არის მაქსიმალური 21 ნოემბერი, მაგრამ ეს არის ბოლო ვადა, როდესაც მთავრდება ჯერ გასაჩივრებები საარჩევნო სისტემის შიგნით და შემდეგ გასაჩივრებები სასამართლო სისტემის შიგნით. ვინმეს სჯერა, რომ სასამართლო სისტემის შიგნით ჩვენ შეიძლება გავიმარჯვოთ? მე არ მჯერა, მაგრამ ეს პროცესი გასავლელია. მაგათ ყველას პასუხი გაეცემა. ყველა ადამიანი ვიცით, უბნის დონეზე, კომისიის წევრები, რომლებიც ჩართულნი იყვნენ გაყალბების სქემაში, ვინ იდგა მარკირების შემოწმებაზე და ყველა, ვინც იჯდა ვერიფიკაციაზე. ყველა ეს ხალხი ვიცით, იდენტიფიცირებულები გვყავს.


close დახურვა