logo
ENG



Bloomberg-ის ცნობით, თურქეთი ე.წ. აგენტების კანონის მიღებას გეგმავს

01 ნოე 202418:59
3 წუთის საკითხავი
 
2024/11/01/ync5pgt23hg9iav.jpg

Bloomberg-ის ცნობით, თურქეთი ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების კანონის მიღებას გეგმავს.

როგორც ცნობილია, კანონპროექტი, რომელსაც თურქეთის პარლამენტში უახლოეს დღეებში განიხილავენ, ისეთი სუბიექტების შეზღუდვას ისახავს მიზნად, რომლებიც "სახელმწიფო უსაფრთხოებისა და მისი საშინაო თუ საგარეო პოლიტიკური ინტერესების" წინააღმდეგ მოქმედებენ.

გამოცემის ინფორმაციით, აგენტობაში ბრალდებული პიროვნებისათვის სასჯელის ზომა თავისუფლების 7 წლით აღკვეთაც შეიძლება იყოს. 

"ეს ნაბიჯი თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის პარტიის მიერ შემოთავაზებული უფრო ფართო საკანონმდებლო პაკეტის ნაწილია და წააგავს საქართველოში ცოტა ხნის წინ მიღებულ კანონს, რამაც დასალუვრი სახელმწიფოების დაგმობა და ქეყანაში მასობრივი პროტესტი გამოიწვია. რუსეთს მსგავსი მექანიზმი, შიდა კრიტიკის ჩასახშობად აქვს", - ვკითხულობთ Bloomberg-ის სტატიაში.

თურქმა სასამართლო ექსპერტებმა და ჟურნალისტებმა კანონის ბუნდოვან შინაარსთან დაკავშირებით შეშფოთება გამოხატეს. მათი თქმით, კანონის ბუნდოვანება შესაძლოა, მთავრობისადმი ნებისმიერი კრიტიკის ჩასახშობად გამოიყენონ.

 

 

 


close დახურვა